რუსეთმა პოლონეთს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდება შეუჩერა

26 თებერვალი 2023, 11:10 472 ნახვა

რუსეთმა პოლონეთს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ნავთოგადამამუშავებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. დანიელ ობაიტეკის თქმით, ქვეყანა ამისთვის მზად იყო, რადგან რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოსალოდნელი იყო.

აღნიშნა, რომ პოლონეთს რუსეთიდან ნედლი ნავთობის 10% მიეწოდება და ამას სხვა წყაროებიდან ჩაანაცვლებენ.

კომპანია ნავთობს რუსულ კომპანია „ტატნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებდა. როიტერის ცნობით, ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთმა უკრაინას „ლეოპარდები“ გადასცა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში