თავისუფლებისთვის ბრძოლა იწყება სულიერი თავისუფლებით და თავისუფალი ნების გამოხატვით - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამოფენაზე.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის მიზანია 25 თებერვლის ტრაგიკული დღე წარმოაჩინოს როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.