რუსეთის რამდენიმე ქალაქში ომს აპროტესტებენ, მონაწილეებს პოლიცია აკავებს

24 თებერვალი 2023, 14:28 613 ნახვა

რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატების გამოჩენის შემდეგ, პოლიციამ აქტივისტების დაკავება დაიწყო. ისინი უკრაინაში რუსეთის აგრესიას მდუმარე აქციებით აპროტესტებდნენ.

ყაზანში ლენინის ბაღში უკრაინული ქალაქების სურათები და ომის საწინააღმდეგო პლაკატები მიიტანეს. ვლადივასტოკში დააკავეს პირი, რომელსაც ცენტრალურ მოედანზე ანტისაომარი პლაკატი ეკავა, წარწერით „არ იომოთ“. 

ასევე ტომსკში ადგილობრივებმა უკრაინისადმი სოლიდარობის ერთგვარი მემორიალი მოაწყვეს.

მედიის ცნობით, ქალაქებში, რომლებშიც შესაძლოა საპროტესტო აქციები გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი