თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

24 თებერვალი 2023, 10:02 593 ნახვა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ისევ ჰატაის პროვინცია იყო.

თურქული მედიის ცნობით, ბიძგის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას გადააჭარბა. ჰატაის გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრას რამდენიმე ამორტიზებული შენობის ნგრევა მოყვა, თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სხვა პროვინციებშიც იგრძნობოდა.

თურქეთსა და სირიაში მომხდარი სტიქიის საერთო მსხვერპლმა უკვე 49 ათასს გადააჭარბა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი