გასულ წელს საქალაქო და რაიონული სასამართლოების მიერ განხილული 153 არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმიდან მხოლოდ შვიდი გამართლდა. 146 ბრალდებულზე კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, რომელთა მიმართაც გამოყენებული იყო სასჯელის სხვადასხვა ფორმა. გარდა ამისა ცნობილია, რომ 2016 წელს სულ 3001 შემაკავებელი ორდერი გაიცა. ორდერის საფუძველზე, პირს რომელმაც სავარაუდო ძალადობა ჩაიდინა ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება და მასთან კონტაქტი. შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს აღნიშნული პირის დაკავების უფლება ეძლევათ. ინფორმაციას სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” საერთო სასამართლოების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.