„ერთად გამარჯვებისთვის“ - ომის წლისთავზე ბათუმში საქველმოქმედო მარათონი და აქცია გაიმართება

22 თებერვალი 2023, 11:13 676 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზაცია  „ბათუმი უკრაინისთვის“  და  ფონდი „ალილო-2015“ სხვადასხვა სახის ღონისძიებას გეგმავენ.  

ორგანიზატორების თქმით, ჩატარდება   საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც გაიყიდება უკრაინიდან ჩამოტანილი სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ნივთი და დროშები ომის მონაწილე სამხედროების ხელმოწერებით.  საუბარია ქართველი, უკრაინელი და ბელარუსი  მებრძოლების მიერ შეგროვებულ ნივთებზე.  

ასევე გაიყიდება ქართველი მხატვრების ნამუშევრები. შეგროვებული თანხა ისევ უკრაინაში  მებრძოლებს გადაეგზავნებათ.  აუქციონი 17:00-დან 21:00 საათამდე სასტუმრო Wyndham-ში გაიმართება.  

ნივთები  გაიყიდება  ონლაინაც.  გარდა ამისა, 24 თებერვალს  14:00 საათზე  უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან.  

ღონისძიებების ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ უკრაინის დროშების გამოფენას, ხოლო  ბათუმის მერიას და ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ  მნიშვნელოვანი ობიექტები უკრაინის  დროშის ფერებში გაანათონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი