შეწყვეტს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს? პარტიაში ერთიანი პოზიცია ამ საკითხზე არ აქვთ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ფრაქციის სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად უნდა გახდეს ცნობილი.
ცნობილია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" განიხილება როგორც საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვა, ასევე მხოლოდ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა.