ივანე მესხის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. 30-მდე ოჯახი საცხოვრებლამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, უამინდობისას ტერიტორია იტბორება და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. ისინი მერიას სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სთხოვენ.
აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.