ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას და გორგასლის ქუჩების კვეთაში 1877 წელს აგებული ყოფილი სომხურ -კათოლიკური ეკლესიის შენობის სახურავი ჩამოინგრა. შენობა ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. მოვლა-პატრონობის სურვილი გამოთქვა და შენობის გადაცემა მოითხოვა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ. ნაგებობა ამორტიზებული იყო, თუმცა ჩანგრევის მიზეზად თოვლი სახელდება.