ქობულეთის „შუქურა“ თბილისში „სპაერს“ ესტუმრა და ახალი სეზონისათვის მზადების პროცესში ბოლო ტესტ-მატჩი ჩაატარა. ქობულეთელებმა წელს პირველი გამარჯვება მოიპოვეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.
პირველ ტაიმში ორივე გუნდის კარში გოლები პენალტებით გავიდა, ქობულეთელთაგან გოლი სარდალაშვილმა გაიტანა. მეორე ნახევარმა „შუქურას“ სრული უპირატესობით ჩაიარა და ქობულეთელებმა მეტოქის კარი ორჯერ აიღეს.
84-ე წუთზე აფხაზავამ „მაკრატელათი“ გუნდი დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში სამ წუთში ფაცაციამ დააფიქსირა. ეს უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის ჩემპიონატის სტარტამდე ბოლო საკონტროლო თამაში იყო.
ეროვნული ლიგის პირველ შეხვედრას გუნდი ბათუმში ჩაატარებს – 26 თებერვალს „შუქურას“ ბათუმის „დინამო“ უმასპინძლებს.