„პოლიტიკო“ - ევროკომისიამ უარი თქვა რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმაზე

17 თებერვალი 2023, 15:46 454 ნახვა

ევროკომისიამ რუსეთის ბირთვული სექტორისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  თავდაპირველად ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს აცნობა, რომ ეცდებოდა რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებას. აღნიშნულ საკითხზე გასულ კვირას ევროკავშირის სამიტის წინ უკრაინის პრეზიდენტმაც მოუწოდა ევროკავშირს, კომპანია „როსატომს“ მაინც დაუწესოს შეზღუდვა. გამოცემა „პოლიტიკო“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების მეათე პაკეტი, ბირთვული სექტორის საკითხს არ ითვალისწინებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი