თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38 044-მდე გაიზარდა

17 თებერვალი 2023, 14:47 612 ნახვა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 38 044-ს მიაღწია- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულია თურქეთის ათი პროვინცია.თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამჟამად 67 ქვეყნის 5 753 უცხოელი პერსონალი მუშაობს. მათ შორის, 100 ქართველი მაშველი, რომლებიც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ახორციელებენ.

სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში 11-დღეა, გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი