თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრები მძლავრი ატომური ბომბის აფეთქებას შეადარა.
დედაქალაქ ანკარაში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ თურქეთში ასობით ათასი შენობა საცხოვრებლად უვარგისია და დასძინა, რომ „ნებისმიერ ქვეყანას შეექმნება ანალოგიური პრობლემები, რომლის წინაშეც ასეთი კატასტროფის დროს ისინი აღმოჩნდნენ“. მისი თქმით, ქვეყანაში საჭიროა მკაცრი სამშენებლო რეგულაციების დაწესება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
ერდოღანმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ „დანგრეულმა შენობებმა შეახსენა მთავრობას მშენებლობის მკაცრი წესების აუცილებლობაზე“ და დასძინა, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს მუშაობას მანამ, სანამ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ნანგრევებიდან ბოლო ადამიანს არ ამოიყვანენ.