ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იუსაიდის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სომხეთის მიერ მიწისძვრით დაზარალებული თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ტვიტერზე გამოეხმაურა.
ათწლეულების მტრობა გვერდით გადადეს, რათა გაჭირვებაში მყოფ ხალხს დახმარება გაუწიონ. პირველად 35 წლის განმავლობაში სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი გაიხსნა, რათა მიწისძვრის მსხვერპლებს ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანონ. სომხეთმა თურქეთში 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა - წერს პაუერი ტვიტერზე.
თურქეთმა სომხეთთან საზღვარი 11 თებერვალს ხანმოკლე ვადით გახსნა, რათა მიეღო სომხეთის მთავრობის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება.
სომხეთმა თურქეთში 27 კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფიც გაგზავნა.