თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარას რაიონში მიწისძვრიდან 198 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ძმა გამოიყვანეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაციაში მაშველი ძაღლებიც მონაწილეობდნენ.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში ხუთმეტრიანი გვირაბი გაჭრეს და მიწისძვრიდან 198-ე საათისთვის ნანგრევებიდან გამოიყვანეს 17 წლის მუჰამედ ენეს იენინარი და მისი ძმა, 21 წლის ბაკი იენინარი.
ძმები პირველადი დახმარების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადიამანის პროვინციაში,18 წლის მუჰამედ კაფერი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა.