უნგრელი მაშველები სამშობლოში დაბრუნდნენ

14 თებერვალი 2023, 11:04 477 ნახვა

თურქეთის მიწისძვრის რეგიონში სამაშველო მისიის შესრულების შემდეგ უნგრეთის სამძებრო-სამაშველო გუნდი სამშობლოში დაბრუნდა. მაშველებს ბუდაპეშტის  აეროპორტში   როგორც გმირებს დახვდნენ.

უნგრელი მაშველები ქალაქ კაჰრამანმარასში სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მათ ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან 17 წლის ასიას ამოყვანა მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ შეძლეს.  ასიას ამოყვანისტის  მათ 15 წუთი დასჭირდათ.  მაშველთა თქმით, ასია მიწისძვრის დღეს ოჯახთან ერთად ტელევიზორს უყურებდა.

ცივი დღე იყო, ამიტომ იგი საბანში იყო გახვეული და დივანზე მოკალათდა,  რაც  მას მოგვიანებით ნანგრევების ქვეშ სიცივისგან დაცვაში დაეხმარა.ისრაელელი მაშველები უნგრელ კოლეგებს   სპეცტექნიკით ეხმარებოდნენ, რაც მათ ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნაში  დიდ სამსახურს უწევდა. 

ქალაქ ადიამანში  მექსიკელ მაშველთა გუნდმა  მაშველი ძაღლი მეტსახელად პროტეო მიწას მიაბარეს.  იგი გასულ შაბათს  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. სამგლოვიარო  ცერემონიის დროს წითელი ჯვრის, არმიისა და საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა  მადლობა გადაუხადეს პროტეოს გაწეული სამსახურისთვის. ცერემონიაში სამაშველო  მისიის მონაწილე ყველა მაშველი ძაღლი მონაწილეობდა.  

ადგილობრივი მედიის თანახმად, პროტეომ ადიამანში მაშველებს ორი გადარჩენილის  ადგილსამყოფელის  დადგენაში დაეხმარა. პროტეო იყო ერთ-ერთი იმ 16 მექსიკურ მაშველ ძაღლს შორის, რომელიც  თურქეთში 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოების მხარდასაჭერად გაემგზავრა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი