სანდრო ბაზაძემ საერთაშორისო რეიტინგში პირველობა გაიმყარა

13 თებერვალი 2023, 14:53 841 ნახვა

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში პირველობა გაიმყარა და ამ დროისთვის 247 ქულა აქვს.

ბაზაძე მეორე ადგილზე მყოფ უნგრელ სამ გზის ოლიმპიურ ჩემპიონს აარონ სილაგს 17 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე მყოფ ლუკა კურალილისთან შედარებით კი 99 ქულით მეტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიოს თასსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი