თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 ათასს გადააჭარბა. მიუხედავად რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშოებისა, ნანგრევებიდან კვლავ ამოჰყავთ გადარჩენილი ადამიანები.
ნანგრევებიდან 140 საათიანი ძებნის შემდეგ თურქეთში, ქალაქ ჰატაიდან მამა შვილი ცოცხალი გამოიყვანეს.
იმავე ქალაქში 64 წლის ქალი 150 საათის შემდეგ გადაარჩინეს. მიწისძვრით დაზარალებულები 6 თებერვლის ღამეს იხსენებენ, მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ მათი ახლობლები ნანგრევებში შესაძლოა ცოცხლები იყვნენ.
გარდა ამისა, 100-ზე მეტმა ქვეყანამ გამოუცხადა დახმარება დაზარალებულ ქვეყანას, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი კი 35 წლის შემდეგ პირველად, ჰუმანიტარული ტვირთვის გასაგზავნად გაიხსნა.