მიწისძვრები გურიაში - პანიკის საფუძველი არ არსებობს

12 თებერვალი 2023, 15:02 1339 ნახვა

10 წუთის შუალედში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგი 12:21 წუთზე, ბახმაროდან 5 კმ-ში დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა, მანამდე კი 4.4  მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები სოფელ გომთან დღეს 12:07 წუთზე დაფიქსირდა.

საქართველოში მომხდარი მიწისძვრა თურქეთის კერას არ უკავშირდება და მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს - აცხადებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმოლოგი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში