ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა თურქეთსა სირიაში. უცვლელია მხოლოდ მოცემულობა, მაშველები ისევ ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
120 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული სამძებრო სამუშაოებში. დანგრეულ ქალაქებში ბრუნდებიან მოქალაქეებიც, იმისთვის, რომ მაშველებს თავადაც დაეხმარონ ადამიანების პოვნაში.
პოზიტიური შედეგითაც სრულდება მაშველების ძალისხმევა. მაგალითად, ჰათაის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან დედა და 10 დღის ჩვილი ამოიყვანეს. 94 საათის შემდგ კი 17 წლის ბიჭის გადარჩენაც შეძლეს.