თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს

10 თებერვალი 2023, 13:07 799 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი