პრემიერ-მინისტრი რატი ბრეგაძეს შეხვდა

09 თებერვალი 2023, 18:40 704 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის გეგმები განიხილეს და მთავრობის მეთაურმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ აქტივობაზე, რომელთაც უწყება მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს. სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით ყურადღება 2022 წელს დაწყებულ ისეთ პროექტებზე გამახვილდა, როგორიც მიწის სისტემური რეგისტრაცია და სისტემური დამისამართებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი