მიწისძვრის დაზარალებულთათვის მთელი მსოფლიოდან დახმარება იგზავნება

09 თებერვალი 2023, 11:15 799 ნახვა

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის მსოფლიოს მასშტაბით დახმარებებისა და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო. ბევრ ქვეყანაში სპეციალური ფონდები  და ანგარიშები გაიხსნა, სადაც  მსურველებს  თანხების ჩარიცხვა შეუძლიათ. თურქი სტუდენტების ასოციაციამ დაიწყო კამპანია სახელწოდებით -სტუდენტები მიწისძვრით დაზარალებულთა და გადარჩენილებისთვის. 

ტაივანის პრეზიდენტმა  და ვიცე-პრეზიდენტმა  თავიანთი ერთი თვის ხელფასები გადარიცხეს დახმარების ფონდში. ტაივანის პრეზიდენტის ხელფასი თვეში 18 ათას ამერიკულ დოლარამდეა.  აზერბაიჯანის პირველი ლედის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანიდან  ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული თვითმფრინავი გაიგზავნა. ყირგიზეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ანგარიში გახსნეს.  

რამდენიმე ყირგიზმა დეპუტატმა თურქი და სირიელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე თვის ხელფასი გადარიცხეს.  

დახმარების მასშტაბური კამპანიები დაიწყო აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებშიც. გაეროს სურსათის სააგენტო დაზარალებული რეგიონის მოსახლეობისთვის 46 მილიონი ამერიკული დოლარის მობილიზებას ახდენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი