ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, მისი სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა. გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა.
ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 2011 წელს თეატრის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.