შაბათს, 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტთა უფასო გამოკვლევა ჩატარდება. გამოკვლევის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი კობა ქამაშიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად ჩაიტარონ გამოკვლევები, რითაც შესაძლებელი იქნება მძიმე შედეგების თავიდან აცილება.