უკრაინაში თავდაცვის მინისტრი შეცვალეს

06 თებერვალი 2023, 10:44 392 ნახვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას დატოვებს და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

"ომი კარნახობს საკადრო პოლიტიკას. დრო და გარემოებები მოითხოვს გაძლიერებას და გადაჯგუფებას. ეს ხდება ახლა და მოხდება მომავალში", - აცხადებს არახამია. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს, რომელსაც ამჟამად სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

არახამიას ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს იგორ კლიმენკო უხელმძღვანელებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კი  ვასილი მალიუკი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი