''დელფინარიუმი არის ციხე უდანაშაულოთათვის’’, ‘’თავისუფლება ცხოველებს’’ - ამ ლოზუნგებით, დღეს ცხოველთა დამცველებმა დელფინარიუმთან აქცია გამართეს, რასაც აქტივისტებისა და დელფინარიუმის დაცვის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქტივისტების თქმით, დელფინები ტყვეობაში იმყოფებიან, მაშინ როცა მათ დღეში 100 კილომეტრი უნდა გაცურონ, რაც წვრთნის აუტანელი პირობების გათვალისწინებით მათ ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
ფაქტთან დაკავშირებით დელფინარიუმში კომენტარი არ გაუკეთებიათ.