ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

05 თებერვალი 2023, 13:53 546 ნახვა

ისრაელში ათობით ათასი დემონსტრანტი გავიდა ქუჩაში პრემიერ-მინისტრის ახალი მთავრობის სასამართლო რეფორმის გეგმების გასაპროტესტებლად. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დემონსტრაციები გაიმართა ისრაელის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივსა და იერუსალიმში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლო რეფორმა მოსამართლეების დანიშვნაზე პოლიტიკურ კონტროლს ამკაცრებს და ასევე ზღუდავს  უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები, რაც, დემონსტრანტების მტკიცებით, დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

თავის მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმა საჭიროა მოსამართლეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაზღუდად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი