ხელვაჩაურში სახლი ჩამოინგრა

02 თებერვალი 2017, 00:00 2796 ნახვა

უბედური შემთხვევა სოფელ ქვედა  განთიადში.  საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა  დილით რვა საათზე მოხდა, რა დროსაც   შენობაში 5 ადამიანი იმყოფებოდა. გორგაძეების საცხოვრებელი სახლი  სავარაუდოდ როგორც მეზობლები ამბობენ, დიდთოვლობის გამო დაინგრა.  შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ  სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლოთით გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი