მოსალოდნელი ამინდი

02 თებერვალი 2017, 00:00 2156 ნახვა

მცირე თოვა შენარჩუნდება აჭარაში დღის ბოლომდე. სინოპტიკოსების ვარაუდით, გამოიდარებს დღის მეორე ნახევრიდან. თოვა მაღალმთიან რაიონებშიც შეწყდება. ბათუმის ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ხვალიდან მომდევნო სამი დღე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. რაც შეეხება ტემპერატურას ღამით დაბლობში  -2, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -10 გრადუსამდე დაეცემა.

ამავე კატეგორიაში