ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდნენ.
„კარგია კიევში დაბრუნება. ეს მეოთხე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამჯერად უკრაინას ევროკომისრების ჩემს გუნდთან ერთად ვეწვიე. აქ ვართ ერთად, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ისე მტკიცედ, როგორც არასდროს და ასევე ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, - წერს ვონ დერ ლაიენი ტვიტერის გვერდზე.
„კიევში ჩამოვედი, რათა ევროკავშირის მხარდაჭერის ყველაზე მტკიცე გზავნილი გადავცე ყველა უკრაინელს, რომლებიც თავიანთ ქვეყანას იცავენ“, წერს ბორელი ტვიტერზე.