აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტის მეორე სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სამართლებრივი პროცედურა ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს საიდუმლო მასალების არასათანადოდ შენახვის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
ბაიდენის პირადმა ადვოკატმა ბობ ბაუერმა განაცხადა, რომ ჩხრეკა დაგეგმილი იყო და პრეზიდენტის სრული მხარდაჭერითა და თანამშრომლობით ჩატარდა. მანამდე საიდუმლო მასალები იპოვეს ბაიდენის სახლში დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონში და ოფისში, რომელსაც პრეზიდენტი ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტობისა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პერიოდში იყენებდა.
ამ საქმემ ბაიდენს, რომელმაც მომავალ კვირებსა ან თვეებში მეორე ვადით კენჭისყრის შესახებ უნდა განაცხადოს, პოლიტიკური თავის ტკივილი გაუჩინა და განაიარაღა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც საიდუმლო დოკუმენტები ასევე უპოვეს სახლში. ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია უკვე დაიწყო და შეუძლია დაუპირისპირდეს ბაიდენს 2024 წლის არჩევნებში.