ბათუმის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოქალაქეების მიერ ვებგვერდზე www.idea.batumi.ge რეგისტრირებული იმ იდეების ანალიზი მოხდა, რომელიც ხმის მიცემის ეტაპზე გადავა. აღნიშნული საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მერიის, საკრებულოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ, იდეების ანალიზს 19 დეკემბრიდან ახორციელებს. შერჩეული იდეებისთვის ხმის მიცემა 7-დან 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.