უკრაინაში პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და ასევე ძალიან სახიფათო სიგნალი ავტორიტარი ლიდერებისთვის მთელ მსოფლიოში - განაცახდა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას.
ნატო-ს გენერალური მდივანი და იაპონიის პრემიერი თანხმდებიან, რომ რუსეთისა და ჩინეთის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა ყველაზე დაძაბულ გარემოს ქმნის უსაფრთხოების სფეროში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.