ახალგაზრდების ფსიქიკური კეთილდღეობისთვის ზრუნვა და სერვისია პროექტი, რომელსაც ,,გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ და ,,ბათუმის დემოკრატიის ინსტიტუტი“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტს ახალგაზრდა ბენეფიციარები უკვე ჰყავს.
ორგანიზაციები სწორედ მათ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ დახმარებაზე ზრუნავენ.
დღეს ბათუმში მოქმედ აღნიშნულ ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ ტიპის დახმარების საჭიროება ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოიკვეთა.
სამიზნე ჯგუფები შესაძლოა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სოციალური პრობლემების მქონე დასახლებებში იყვნენ.