საქართველოდან 42 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური

31 იანვარი 2023, 12:43 654 ნახვა

"ყაზბეგის" საბაჟოდან 42 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის (42 000 კგ.) შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი