უკრაინაში ომის მე-12 თვე დაიწყო. გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპანტის იერიშს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 11 ადამიანი დაშავდა, დაბომბვების შედეგების ლიკვიდაციაში კი 100-ზე მეტი მაშველია ჩართული. მათი თქმით, ყველაზე მეტი შენობა კიევის ოლქშია დაზიანებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასული დღე- ღამის განმავლობაში მტერმა 37 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მათ შორის იყო „შაჰედ-136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებიც, უკრაინულმა მხარემ ყველა მათგანი ჩამოაგდო. კუპიანსკის მიმართულებით მტერმა იერიში მიიტანა ლოზოვას დასახლებაზე. ზაპოროჟიეს რეგიონში დაზარალდა კიდევ 20-ზე მეტი დასახლება.
დაიბომბა ხერსონი და გარეუბნები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული იერიში კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უკრაინას ადეკვატური იარაღი სჭირდება, მისი თქმით, მტერს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს.