იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

27 იანვარი 2023, 11:16 583 ნახვა

იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს, რომელიც ძალაში 3 თებერვლიდან შევა. სანქციები ეხება  რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, ასევე ფართოვდება შეზღუდვა ექსპორტზე.

შეზღუდვები მიმართულია რუსი პოლიტიკოსების, სამხედროების, ბიზნესმენებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

ექსპორტის შეზღუდვა დამატებით 49 კომპანიაზე, პირადი სანქციები კი 22  პირის მიმართ დაწესდა, მათ შორის არიან ბავშვთა უფლებადამცველი და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი