უცხოური მედიის ცნობით, პალესტინელებმა ღაზის სექტორიდან გვიან ღამით, ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის სარაკეტო თავდაცვამ იერიში მოიგერია და ღაზაში საპასუხოდ საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ისრაელი-პალესტინის ესკალაციის გამო ვაშინგტონმა შეშფოთება მას შემდეგ გამოხატა, რაც ისრაელის ძალებმა გუშინ, ქალაქ ჯენინში რეიდის დროს 10 პალესტინელი მოკლეს, მათ სორის 7 შეიარაღებული პირი იყო.
ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის მახლობლად მომხდარ ფაქტს „ძალადობრივი არეულობა“ უწოდა.