შესაძლოა მრავალი თვე დასჭირდეს მძლავრი ამერიკული ტანკების დანიშნულების ადგილზე ჩასვლას, რომლებსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში გაგზავნას დათანხმდა. უკრაინა მზად უნდა იყოს, როცა ამინდი გაუმჯობესდება და რუსეთი თავდასხმას გააქტიურებს - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.
მან თქვა, რომ ვაშინგტონი მზად უნდა იყოს უკრაინის მხარდასაჭერად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
კირბიმ აღნიშნა, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ნატოს ტერიტორიებზე თავდასხმას გეგმავს.