HACCP-ის სისტემა - შეხვედრა ბიზნესოპერატორებთან

25 იანვარი 2023, 11:02 112 ნახვა

იმისთვის, რომ მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიეწოდოს,  ბიზნესოპერატორებთან რეგულარული შეხვედრები იმართება. პირველი ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია „ჰასპის“ სტანდარტის დანერგვაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვა საშუალებას იძლევა, წინასწარ განისაზღვროს და გაკონტროლდეს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული საფრთხეები. 

ეს სისტემა კი ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს სპეციალურ მოთხოვნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში