უკრაინელებმა რუსების კუთვნილი თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 5 დრონი გაანადგურეს

25 იანვარი 2023, 10:04 131 ნახვა

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში რუსული ძალების მრავალი თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილებს, მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს კი სამჯერ დაარტყა.

"უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნაია გორას, ბახმუტის, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ჩარივნას დასახლებებთან“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

ამ დროისთვის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება, სადაც დიდი დანაკარგი აქვს როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მხარეს.

ოკუპანტებმა რამდენჯერმე სცადეს ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებით წინ წაწევა, თუმცა უკრაინულმა ძალებმა შეტევები მოიგერიეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში