უბედური შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურში. სახლის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მეზობლების ინფორმაციით, ცხედარი სახლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ამოიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. „მთავარის“ გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.