უკრაინის გენერალური პროკურორი: ვერტმფრენის კატასტროფის ყველა შესაძლო ვერსია განიხილება

18 იანვარი 2023, 14:58 530 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი აცხადებს, რომ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის ყველა შესაძლო ვერსია განიხილება. მისი თქმით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ. საქმე პირადი კონტროლის ქვეშ არის, – აღნიშნა კოსტინმა.

ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმაურება  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი.  ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კატასტროფის მიზეზს გამოძიება დაადგენს და მალე გაირკვევა, ეს დივერსია იყო, ტექნიკური გაუმართაობა თუ ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა.  აღნიშნულის შესახებ გერაშენკო სოციალურ ქსელში წერს.

გერაშენკო სამძიმარს უცხადებს ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს. „დენისი, ჟენია, იური, თითოეული, ვინც იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე, იყვნენ უკრაინის პატრიოტები. თითოეული თავის ადგილას იცავდა და აძლიერებდა უკრაინას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით. თქვენი ოჯახები ყოველთვის იქნებიან მეგობრებისა და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ“ – წერს გერაშენკო.  ავიაკატასტროფას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი.  „ტკივილი ენით გამოუთქმელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოება გაარკვიოს. ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში