მძღოლების აქცია

16 მაისი 2016, 00:00 3675 ნახვა

ხელვაჩაურში საპროტესტო აქცია გამართეს თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა. მათი თქმით, შიდა გადაზიდვებს უცხოური კომპანიები ასრულებენ, რის გამოც მათ სამუშაო აღარ აქვთ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სატვირთო ავტომობილებით დაშვებულზე მეტი ტევადობის ტვირთი გადააქვთ. მძღოლები შესაბამის უწყებებს მიმართავენ კონტროლი დააწესონ, რადგან მათი თქმით, უცხოური სანომრე ნიშნებიანი ავტომობილებით საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვითი სამუშაოების შესრულება ნებადართული არაა.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი