ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“ „რეალი“ 3:1 დაამარცხა. ჩავის გუნდმა კარლო ანჩელოტის გუნდს ყველა კომპონენტში აჯობა და 3:1 გაიმარჯვა. გოლი და ორი საგოლე პასი 18 წლის გავის ანგარიშზეა.
ესპანელმა ნახევარმცველმა ჯერ რობერტ ლევანდოვსკის პასით გაიტანა, შემდეგ კი პოლონელ ფეხბურთელს თავად გაატანინა. 69-ე წუთზე გავიm კიდევ ერთხელ, ამჯერად პედრის გაუკეთა საგოლე გადაცემა. "ბარსელონამ" სუპერთასი მე-14-ედ მოიგო, რაც რეკორდია. "რეალს" 12-ჯერ აქვს მოგებული.
ხავიმ მწვრთნელის რანგში "ბარსაში" პირველი ტიტული მოიგო. ანჩელოტიმ 2010 წლის შემდეგ პირველად წააგო ფინალი. "რეალმა" კი კარში პირველად 70-ე წუთზე დაარტყა.