ტრაპზონში ქართველი "კანონიერი ქურდი" რევაზ ლორთქიფანიძე მოკლეს

15 იანვარი 2023, 11:06 3328 ნახვა

ტრაპზონში ცნობილი ქართველი "კანონიერი ქურდი", 64 წლის რევაზ ლორთქიფანიძე, იგივე "რეზო თბილისკი" მოკლეს.  გასროლა ავტომობილიდან დაუდგენელი მიზეზით განხორციელდა, რის შედეგადაც ლორთქიფანიძე მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2 ეჭვმიტანილი, ვინც სავარაუდოდ გასროლა განახორციელა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი