თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში. ცნობილია, რომ ბორტზე 72 პირი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა. უცხოური მედიის ცნობით, ბორტზე 68 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქე და ეკიპაჟის ოთხი წევრი.
ადგილზე სამაშველო ოპერაციებში ნეპალის ჯარისკაცები მონაწილეობენ, ისინი მსხვერპლთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.