დამარცხებული ტურინის იუვენტუსი და ხვიჩა კვარაცხელიას ტრიუმფი. „სტადიო მარადონაზე“ ლიდერების დაპირისპირებაში, სადაც ნაპოლიმ იუვენტუსი 5-1 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საუკეთესო იყო. ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ასევე დიდი როლი ითამაშა პირველი გოლის გატანის დროს.
18 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 47 ქულით პირველ ადგილზეა და კონკურენტ „იუვენტუსთან“ სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა. ხვიჩა კვარაცხელიასთვის იუვესთან გატანილი გოლი სერია A-ს 14 მატჩში მეშვიდე იყო.
ამას გარდა, ფეხბურთელს 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ ქართველ შემტევზე ისაუბრა.
ნაპოლისა და იუვენტუსის შეხვედრას უამრავი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო.