შეზღუდვა თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე

13 იანვარი 2023, 14:28 490 ნახვა

ძლიერი თოვის გამო შეზღუდვებია   დაწესებული  კახეთში.  ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებაა აკრძალული.   

გომბორის უღელტეხილზე ტემპერატურა  მინუს 8 გრადუსია, მოყინულია გზა და ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.  დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის გადაადგილება.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა ნიჩბისი- დიდგორის საავტომობილო გზაზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში